პროექტები

ჰიდრო-გეოლოგიური ჭების ბურღვა

2007-2014 წლებში განხორციელებული გვაქვს მრავალი სოფლის პროგრამა და კერძო შეკვეთები სასმელი და ტექნიკური წყლის მოსაპოვებლად

ბეგთაკარის საბადო

2012 – 14 წლებში ბეგთაკარის საბადოზე შპს ”კავკასიის სამთო ჯგუფის” დაკვეთით გაბურღული იქნა 19900 გრძ.მ. კერნული ჭაბურღილი 92% საშუალო კერნის გამოსავლით.

სასქორის კირქვის საბადო

ჰაიდელბერგ ცემენტის დაკვეთით სასქორის კირქვის საბადოზე გაბურღული იქნა 2400 გრძ.მ. კერნული ჭაბურღილი ცემენტის ნედლეულის შესასწავლად.

ს/ს ”მადნეული”–ს სპილენძის კუდსაცავზე დარტყმა-ბაგირული მეთოდით

გაბურღული იქნა– 4514 გრძ.მ. მარაგების დათვლის მიზნით.კუდსაცავის მონიტორინგის მიზნით გაბურღული იქნა 1162 გრძ.მ. ჭაბურღილი და დამონტაჟებული იქნა 45 ც. პიეზომეტრი.

ს/ს ”მადნეულის” და საყდრისის საბადოს კარიერები

_ ს/ს ”მადნეულის” და საყდრისის საბადოს კარიერებზე გაიბურღა 17000 გრძ.მ. კერნული ჭაბურღილები, რომლის შედეგად მოხდა სპილენძისა და ოქროს მარაგების მატება.

ს/ს ”მადნეულის” მეორადი კვარციტების საწყობებისა და სანაყაროების შესწავლა

დარტყმა-ბაგირული ბურღვის მეშვეობით გაბურღული იქნა 8050 გრძ.მ. ჭაბურღილი, დათვლილი იქნა ოქროს შემცველი კვარციტების მარაგები, რომლის ბაზაზეც მუშაობს ”NRJ GOLD”–ი.