შპს ”მცირე კავკასიონი”– საიდენტიფიკაციო კოდი - 225395088, დარეგისტრირებული - ქ. ბოლნისი, დ.აღმაშენებელის ქ.#2 წარმოადგენს სამართალმემკვიდრეს ”მცირეკავკასიონის” გეოლოგიურ-საძიებო ექსპედიციისა და აგრძელებს საქმიანობას სამთო გეოლოგიური კუთხით. ამ ორგანიზაციის ყოფილი და მოქმედი სპეციალისტების მიერ იქნა აღმოჩენილი და გახსნილი ისეთი საბადოები როგორიცაა: მადნეულის და წითელი სოფლის სპილენძ-კოლჩედანური საბადოები, საყდრისის ოქრო-სპილენძის საბადო, ბეგთაკარის ოქროპოლიმეტალური საბადო, ბოლნისის რაიონის ოქროს ქვიშრობელი საბადოები, ამასთანავე გამოვლენილია ორმოცამდე მეტალური მადანგამოვლინება და სამშენებლო მასალების მრავალი საბადო და მადან- გამოვლინება.
1994 წლიდან ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნების ფირმებთან როგორიცაა: ერთობლივი ქართულ-ავსტრალიური ორგანიზაცია -”ტრანს ჯორჯიან რესურსესი”, ავსტრალიური საბურღი კომპანია -”აუსდრილი”, კანადური კომპანია - ”SDS-დრილინგი, ყაზახური კომპანიები -”ისკანდერი” და ”ალმასი”.
2005 წლიდან ორგანიზაციის მომწოდებლები არიან JKS BOVLES -ჰოლანდიური, ”ბორტ ლონგიერი”–კანადური, ”ბარკომი”–თურქული, ”ტერეკალმასი”–რუსული, ავსტრალიური და ჩინური კომპანიები.
შპს ”მცირე კავკასიონის” მფლობელობაშია :
1. ბაზა ქ.ბოლნისში, დ.აღმაშენებელის ქ. #2 – 6224 მ2
2. ოფისი ქ.ბოლნისში, დ.აღმაშენებელის ქ. #2 – 800 მ2
3. საერთო საცხოვრებელი, დ.აღმაშენებელის ქ. #2 - 850 მ2
4. სასტუმრო, ქ.ბოლნისი, ექვთ. თაყაიშვილის ქ. #4 - 900 მ2
5. მექანიკური საამქრო
6. გეოლოგიური სინჯების სამსხვრევი საამქრო.
7. საბურღი დაზგები :